30 ივნ 2022
14 წარჩინებულ მოსწავლეს ქედის მერიამ სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა. ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს ქედის მერი განათლების სამინისტროსა და რესურსცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს გამოცდებში. წარჩინებული მოსწავლეები ქედის მერის ინიციატივით, წელს პირველად დაჯილდოვდნენ.