ქედის მერია წელს ოთხ ხიდს ააშენებს

30 ივნ 2022

4 ხიდი შენდება და ერთს რეაბილიტაცია უტარდება ქედაში. ორი მილხიდი ეწყობა ზესოფელში, თითი-თითო ხიდი კი ბალაძეებსა და მახუნცეთში, და რეაბილიტირდება ბზუბზუში.განახლებული ინფრასტრუქტურით ოთხი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტებისთვის 184 000 ლარია გათვალისწინებული, სამუშაოები შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს