თაფლის წარმოება და რეალიზაცია სოფელ პირველ მაისში

18 ივლ 2022

აჭარაში მეფუტკრე ფერმერების რაოდენობა იზრდება. თაფლი კი პროდუქტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მყიდველი პირველ რიგში სანდოობის მიხედვით იძენს. გარდა ამისა, მომხმარებელს ეს პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასში უნდა. 2 პანდემიური წლის შემდეგ, წელს, პროდუქციის რეალიზაცია შედარებით ისევ გაიზარდა, თუმცა თურქულ ბაზარზე მოხვედრა ისევ რთულია, რის გამოც გათვლა ადგილობრივებსა და რეგიონში ჩამოსულ ტურისტებზე კეთდება