იტალიური კინო - სარკმელი რკინის ფარდის მიღმა სამყაროში

დღესასწაულები მიილია, ახლა ის დროა როცა ოდნავ დასვენება გწადია, ყველასგან და ყველაფრისგან. განსაკუთრებით იმ ახალი, ზედმიწევნით ფერადი, ხმაურიანი და უსაშველოდ გრძელი ფილმებისგან რომელსაც თანამედროვე კინო ინდუსტრია გვთავაზობს. გინდა უფრო მშვიდი, თბილი და კარგად ნაცნობი. მაგალითად აი ისეთი, როგორიც ათასჯერ ნანახი, მაგრამ მაინც საყვარელი იტალიური ფილმებია ჩვენი ბავშვობიდან. მოდით დღეს მცირედი ისტორიული ექსკურსი მოვაწყოთ იტალიურ კინომატოგრაფიის სამყაროში. ოღონდ არა ისეთში, როგორსაც ახლა, რკინის ფარდის, ცივი ომის და ათასი უბედურობის შემდეგ აღმოვაჩინეთ. არამედ იმ ვიწრო სარკმლიდან დანახულ იტალიურ კონოსამყაროში, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა ცენზურა გვთავაზობდა. 

გადაცემის არქივი