თემა: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი გერმანიაში და ანსამბლ ,,კოლხათი“’ მოხიბლული ევროპელები .
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხამ’’ რეპეტიციები განაახლა და ახალ სასწავლო წელს კონცერტის გამართვას გეგმავს ..
გადაცემაში მოისმენთ ნორჩი მოცეკვავეების მოსაზრებებს. ქართულ საცეკვაო ფოლკლორზე..
სტუმრები :ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,, კოლხა’’-ს წევრები
მარიამ ჯორთმენაძე, ნატა სიხარულიძე , დანიელ ხინკილაძე და მათი ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა ,
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5
(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
10 სექ 2018

WASH-პროექტი- ხელის დაბანის ტექნიკა და USAID –ის მიერ დაფინანსებული ,,წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის’’ პროექტი აჭარაში – დღეს , გადაცემაში ,,ღია ეთერი’’..
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ხელების დაბანა ჯანმრთელობის დაცვის უმთავრეს წესად ცხადდება. ის ჩვენი ცხოვრების ჩვევად უნდა იქცეს. ჩვევა კი შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ , რადგან დაუბანელ ხელებს კატასტროფული შედეგები მოაქვს.
სწორედ ამ და სხვა ჰიგიენური პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს WASH პროექტი , რომელიც აჭარაში 2015 წლიდან ხორციელდება ..
-რა შედეგები მოაქვს პროექტს .-რა დაავადებებს იწვევს დაუბანელი ხელების პრობლემა . -რა იცინ ბავშვებმა და მშობლებმა ხელების სწორად დაბანის შესახებ
- როგორ დავარწმუნოთ ბავშვები ხელის დაბანის აუცილებლობაში და -უბრალოდ , როგორ დავიბანოთ ხელები სწორად .
დღეს რეკომენდაციები და რჩევები სპეციალისტებისაგან .
გადაცემის სტუმრები :დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი – ლელა სტურუა ..
ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირ ,,ჰერა’’ –ს ‘ აღმასრულებელი დირექტორი მარიკა დავითულიანი ..
და ბავშვები და მშობლები , რომლებიც თავინთ აზრს გაგვიზიარებენ .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე
გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
12 ივლ 2018
,, გაატარე მეგობრული ზაფხული'' -- "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა ხორციელდება...საზაფხულო ბანაკების როგორი არჩევანი აქვთ ბავშვებს , სად და როგორ ისვენებენ მოზარდები – დღეს , გადაცემაში ,,ღია ეთერი’’..თემა : #საზაფხულობანაკებიმოზარდებისთვის ..სტუმრები: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა კალაძე. აჭარის მოსაწვალე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე,
სტუმარი კიევიდან – მოსწავლე ახალგაზრდობის ტურიზმის, მხარეთმცოდნეობის და სამხედრო –პატრიოტული აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილე ანა პავლიუკი და მოზარდები, რომლებიც უკვე საზაფხულო ბანაკში იმყოფებიან დემეტრე ზოიძე , დიანა შავაძე და ბანაკის ინსტრუქტორი ნათია კახაძე ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
09 ივლ 2018
წიგნიერი ზაფხული – ასე ჰქვია პროექტს , რომელიც ბავშვებს საზაფხულო არდადეგების საინტერესოდ გატარებას სთავაზობს , სხვადასსხვა აქტივობებს მოიცავს და ჟანრობრივად პროზას, პოეზიას, ზღაპრებსა და საგანმანათლებლო –შემეცნებით პროგრამებს აერთიანებს ...
პროექტი – ,,წიგნიერი ზაფხული’’– იქნება დღეს ,, ღია ეთერის’’ თემა... გადაცემაში თანამედროვე საბავშვო მწერალ #ირმამალაციძეს გაიცნობთ, სპექტაკლით #სამშვენიეროსლამაზმანები ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკასთან არსებულ თეატრალური სტუდია ,, ნიღბების’’ წევრებს და მათ ხელმძღვანელებს- მაკა დიდებულიძეს , ნონა ტეფნაძეს და ნათია ბარბაქაძეს შეხვდებით ...,წიგნიერი ზაფხულის’’ საინტერესო აქტივობების შესახებ , პროექტის ავტორი ,ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე ისაუბრებს ..
-გაინტერესებთ სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ "სამშვენიეროს ლამაზმანები", ? ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე
გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
05 ივლ 2018
ფერეიდნელი მოზარდები რომლებიც საზაფხულო არდადეგებს საქართველოში ატარებენ , ქართველ თანატოლებს ეცნობიან და ქართულს - ,,დედის ენას’’ ეძახიან –ონიკაშვილების ოჯახი სტუმრად აჭარაში , გადაცემის პირველ ნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული ..
მეორე ნაწილი დაეთმობა სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირს „Batumi Open 2018“,რომელიც აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით 1-2 ივლისს ჩატარდა..
გადაცემაში გაგაცნობთ აგრეთვე ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაციის შესახებ , გაიგებთ ლია გიგაურის და მარიამ ჯაშის მოსაზრებებს ..…გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე
გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
02 ივლ 2018

,, ზღვაური ‘’ -ნორჩ შემოქმედთა კონკურსი და მოსწავლე - ახალგაზრდობის ლიტერატურული ჟურნალი -გადაცემის პირველ ნაწილში მომავალი თაობის საინტერესო წარმომადგენლებს შეხვდებით...26 ივნისს ,ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პოეზიის კონკურსის #ზღვაური2018” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა...სტუმრები :აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ-შემოქმედთა კლუბის ხელმძღვანელი, ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღაურის’’ მთავარი რედაქტორი , პროექტისა და იდეის ავტორი - პოეტი ბელა ქებურია. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები -. ბრინჯაოს პრიზის მფლობელი თაკო ყურშუბაძე , ოქროს პრიზის - მარიამ გრიგორიადი და გრან- პრის მფლობელი - პოეტი ნიკა ფუტკარაძე ..
მეორე ნაწილი დაეთმობა ხელოვნების სართაშორისო ფესტივალს #ოცდამეერთესაუკუნისბავშვები "- ფესტივალი 29-30 ივნისს ბათუმში გაიმართება და მასში 6 ქვეყნის 450 ხელოვანი, 30 შემოქმედებითი ანსამბლი და 50 ინდივიდუალური შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას...
დეტალები დღეს გადაცემაში'' სტუმარი- ივენთ კომპანია „ჯეო სტუმარის“ კულტურული ღონისძიებების მენეჯერი ვახტანგ ბერიძე
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
28 ივნ 2018
პირველი ნაწილი -საზაფხულო დავალებები - რას ფიქრობენ ბავშვები იმ დავალებების რაოდენობაზე , რომლებსაც ისინი სასწავლო წლის დასრულებისას იღებენ... როგორ ახერხებენ დროის გადანაწილებას - ამაზე ,გადაცემის სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ -სტუმრები :ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნადია გუნდაძე ..და ბათუმის საერო –ელიტარული სკოლა ,,გორდას ‘’ და ,, მასტერკლასის’’ მოსწავლეები ანა ბოლქვაძე , სანდრო ჩოგაძე და დავით კიკნაძე
მეორე ნაწილი დაეთმობა რუბრიკას ,, შავი ზღვის მრავალფეროვნება’’. - იცით თუ არა -რით იკვებებიან შავი ზღვის
ერთუჯრედიანი მცენარეები . –მოლუსკების და უხერხემლოების რამდენი სახეობა არსებობს, - რა ახასიათებს მედუზას და რა იდუმალებითაა მოცული შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება , ამაზე , აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი თამარ დარჩია ისაუბრებს ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
25 ივნ 2018
პირველი ნაწილი სპექტქკლი ,, გამზრდელი ‘’ , მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსი და საგრანტო პროექტი ეკო– ბანაკი გოგონებისთვის- გადაცემის პირველ ნაწილში ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ახალ პროექტებზე ვისაუბრებთ ..
მეორე ნაწილი საგანმანათლებლო პროექტს და რუბრიკას ,, შავი ზღვის მრავალფეროვნება’’-ს დაეთმობა ..
საქართველო მინიატურებში -გასართობმა ცენტრმა ,,ციცინათელამ’’ 15 ივნისს , საზაფხულო სეზონი გახსნა .. რა სიახლეებს სთავაზობს ატრაქციონების პარკი დამსვენებლებს და რამდენად უსაფრთხოა გართობა ბავშვებისთვის – ამას გადაცემის დასარულს გაიგებთ . ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
21 ივნ 2018
პირველი ნაწილი -პატარა ვირტუოზი, 13 წლის მევიოლინე, ,ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული – ბარბარე როინიშვილი..
ბარბარე , რამდენიმე დღეში იტალიაში მიემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე - ,,ვიოლინოს პატარა ჯადოქარი’’–ს პრიზის მოსაპოვებლად ..
როგორია მისი სამომავლო გეგმები და რა მოლოდინი აქვს ბარბარეს პედაგოგს - დინა ჯაიანს ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ ..
მეორე ნაწილი- აჭარის ხელოვნების მუზეუმის არტ– სტუდიას დაეთმობა , სასწავლი წლის ბოლოს ბავშვები პერსონალური გამფენისთვის ემზადებიან .. ნორჩი მხატვრები თავიანთ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ ..მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე და საბავშო სტუდიის სწავლების მეთოდებსა და ხელოვნების საიდუმლოებებზე არტ – სტუდიის ხელმძღვანელი , აჭარის ნხელოვენების მუზეუმის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ისაუბრებს ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე,გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5.(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
18 ივნ 2018
#საქართველოსჩემპიონიკესარიამგელაძე
#ნორჩმოჭადრაკეთამიღწევები
#რევაზლაღძისგოგონათაგუნდი -
დღეს ,5 ივნისს ,13 საათსა და 10 წუთზე - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' FM 104.5
პირველი ბლოკი :სტუმრები : #საქართველოსჩემპიონი 8 წლის მოჭადრაკე კესარია მგელაძე , საუკეთესო ხუთეულში გამარჯვებული მარიამ კალანდაძე .
ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,, ნონას ‘’ დირექტორი , სპორტის ოსტატი ,საერთაშორისო არბიტრი- გიორგი ჭანტურია და კლუბის მენეჯერი უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი - მარიკა ჯაფარიძე . საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, "ფიდეს სენიორ ტრენერი" (FST), საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.(.სატ ჩართვა )
მეორე ბლოკი:დღეს, 18 საათსა და 30 წუთზე , ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.შემოგთავაზებთ ჩართვას მუსიკალური ცენტრიდან .
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5
(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
04 ივნ 2018
,,ღია ეთერი’’ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს .
-რა სურვილები აქვთ ბავშვებს , რას ფიქრობენ დღევანდელ დღეზე , თავიანთ ცხოვრებაზე, მომავალზე -
-რა გამოწვევების წინაშე დგანან მოზარდები , რა არის მათი თაობის წარმომადგენლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ცხოვრებაში -დეტალები გადაცემაში ,,ღია ეთერი ''
სტუმრები :ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე , ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ,ბლოგერი - ლილე მესხიძე , რომელსაც მის ასაკთან შედარებით საკმაოდ თამამი აზრები აქვს ..-ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი (სატ ჩართვა )
შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანას’’ დირექტორი ნანა საყვარელიძე .(სატ ჩართვა)ხულოდან ჟურნალისტი სოფო შავაძე ჩაგვერთვება .
მოისმენთ ჩანაწერებს , რომლებიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში გავაკეთეთ.
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
31 მაი 2018

ქართული ფოლკლორი , რომელიც დროსა და თაობებს უძლებს,.XVIII საერთშორისო ფესტივალ - კონკურსი „ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო - 2018“ დასრულდა . ფესტივალის მნიშვნელობა და შედეგები - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' –- FM 104.5
-რამდენად ახერხებს ფესტივალი ახალგაზრდა თაობებში ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების პოპულარიზაციას და რამდენად აღწევს დასახულ მიზანს ..ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .
გადაცემის სტუმრები: აჭარის განათლების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი,
ფესტივალის ორგანიზატორი ანჟელა ქამუშაძე ,ფესტივალის ჟიურის წევრი - აჭარის დამსახურებული არტისტი, ქორეოგრაფი ნუგზარ შალიკაშვილი
და ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ანსმაბლ ,, ცერულის ‘’ სოლისტი-ანასტასია გოგოლიშვილი..
p.s. ტრადიციულად, საერთაშორისო ფესტივალი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოების ორგანიზებით , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის ოფიციალური მხარდაჭერით იმართება .
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე
გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5
(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
28 მაი 2018

თემა:დამოუკიდებლობის100წლისიუბილე ,26მაისიქრონიკები ,გაცოცხლებულიისტორიები და დღევანდელობა
გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5. – ზე 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს..
-რა არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში -რა იციან მოზარდებმა ამ ისტორიული თარიღის შესახებ და -როგორ ისწავლება საქართველოს ისტორია სკოლებში.- ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად
შემოგთავაზებთ ჩართვას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან , სადაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა,
შევეცდებით გავაცოცხლოთ წარსული აწყმოში ,რაშიც პროფესორი რამაზ სურმანიძე დაგვეხმარება .
სტუდიის სტუმრები არიან მწერალი , პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე აჭარის მემატიანე , პროფესორი რამაზ სურმანიძე და
ბათუმის მეორე და მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზურაბ გუჯაბიძე , ლაშა უსტიაშვილი ,და ზუკა ნემსაძე ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან ქეთევან ნაცვლიშვილი)
24 მაი 2018