გადაცემის თემა : ,,მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა , უკონტაქტო პატრულირება და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონი , რომელიც საქართველოს პარლამენტმა 21 აპრილს დაამტკიცა '' სტუმრები : პირველი ბლოკი -.შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი .. მეორე ბლოკი : დღეს 18 მაისი -მუზეუმთა საერთაშორისო დღეa... გადაცემის თემა; მუზეუმები , ახალი ექსპოზიციები , გამოწვევები და ვიზიტორთა მოლოდინები ... სტუმრები :ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე ,. საექსპოზიციო განყოფილების გამგე იზოლდა დუმბაძე... და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე.

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019