გადაცემის თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდები გადაცემის სტუმრები: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე და ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მანუჩარ ლორია. 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება,რა სიახლეები იქნება 2017 წლის გამოცდებზე და როგორ მიმდინარეობს მზადება საგამოცდო პროცესისთვის.. .. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტუდენტობისთვის წელსაც საკმაოდ ბევრი – 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იბრძოლებს.რეგისტრაციის დასრულების მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანი სრულად, ან ნაწილობრივ შეცვალონ. –როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანა და რას შეიძლება შეეხოს იგი? სად და როგორ შეუძლიათ საგამოცდო ბარათების მიღება. ამ ყველაფრის წესებზე, ვადებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ვისაუბრბთ ახლა ჩვენ გადაცემის სტუმრებთან ერთად.

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019