გადაცემის თემა: შპს. ბათუმის ავტოტრანსპორტი. გადაცემის სტუმარი: შპს. ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ბიბილეიშვილი. რა სიახლებია მომსახურების სფეროში და ველო–ტერმინალების სერვის ცენტრებში ..რას აკეთებს და როგორ ზრუნავს ბათუმის ავტოტრანსპორტი მოქალაქეთა კომფორტული მგზავრობისთვის. რა ეტაპზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პროექტი” და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაზე მუშაობა.. რა ღონისძიებები ტარდება , რომ გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების დონე, გაიზარდოს უსაფრთხოება, წახალისდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება და ფეხით გადაადგილება. P.S.გადაცემას(პირდაპირი ეთერის ჩანაწერს) განმეორებით მოისმენთ კვირას ,25 ივნისს ,17.00 სთ–ზე (ავტორი და წამყვანი ირმა ჩხაიძე, სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი )

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017