საქართველო - ამერიკის საერთო პროექტი ... შეხვედრა აშშ-ის ელჩთან იან კელისთან .. ,, ამერიკული კუთხე ‘’ და მოზარდები -ამ თემაზე ისაუბრებენ დღეს, 17 ნოემბერს , , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .. როგორია ელჩთან ვიზიტის შთაბეჭდილებები , რა საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები ხორციელდება ,,ამერიკულ კუთხეში’’ და როგორია მოსწავლეთა აქტივობა.. დეტალები დღევანდელ გადაცემაში ... გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე.. მოსწავლეები .. ამერიკული კუთხის წევრები , გივი მათითაიშვილი , ლიზი ტუღუში , რიკარდი კოჩალიძე , პეტრე ლობჟანიძე და დეა დარჩიძე დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ... საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთევან ასათაშვილი

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019