აჭარაში ,,სკაუტური ქალაქის’’ მშენებლობა იგეგმება .. პირველი სკაუტური პატრულები ქალაქ ბათუმში და საიუბილეო სამზადისი სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციაში .. ვინ არიან სკაუტები , როგორია ,,სკაუტური ქალაქის’’- საბანაკო ცხოვრების ხიბლი და რა მისია აკისრია საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციას ... - დეტალები დღეს, 21 ნოემბერს , , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .. გადაცემის სტუმრები იქნებიან:: საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციის თავმჯდომარე შორენა ლომაძე , და ამავე ორგანიზაციის სკაუტ - ლიდერები . ლილე სტურუა , ლიკა დიასამიძე, ნინი ბერიძე და ნანა ტყეშელაშვილი..

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017