უსაფრთხო სკოლა - ''ღია ეთერის'' თემა. როგორ კონტროლდება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და რამდენად დაცულები არიან ბავშვები სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში. იციან თუ არა მოზარდებმა როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს. როგორ ტარდება სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილები. რამდენად არის სკოლა ზრუნვაზე ორიენტირებული და რა კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. რას ნიშნავს უსაფრთხო სკოლა? გადაცემის სტუმრები: ბათუმის მე–10 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა დოლიძე, ამავე სკოლის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგი მარინა გაბაიძე და მოსწავლეები. არიამ თოიძე და ელენე კუპრაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, პროექტის ''უსაფრთხოების ათი გაკვეთილი'' კოორდინატორი მარიამ ძეგანიძე (სატ.ჩართვა). და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე. (სატ.ჩართვა). ​გადაცემის ავტორი და წამყვანი ირმა ჩხაიძე. სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე.

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017