
მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღე- #არაბავშვთამიმართძალადობას....
,,.არტ - მარი''ს სახელოსნო , საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ თანა’’-ს შემოდგომის დღესასწაული - ეს გახლავთ თემები , რომლებსაც დღევანდელ გადაცემაში გავაშუქებთ ..
პირველ ნაწილში შემოქმედებითი სახელოსნო "ART-მარი"-ს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე ვისუბრებთ ..
მეორე ნაწილი საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ -ს წევრებს და მათ ხელმძღვანელს დაეთმობათ..
მესამე ნაწილში კი სარეაბილიტაციო ცენტრ ,, თანა’’–ს შემოდგომის დღესასწაულზე მოგითხროთ ..
#გადაცემის სტუმრები -შემოქმედებითი სახელოსნო "ART- მარი" ს მოსწავლეები, გამოფენის მონაწილე ნორჩი მხატვრები და სახელოსნოს ხელმძღვანელი, მხატვარ დიზაინერი მარიკა ლელაშვილი..საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ -ს ხელმძღვანელი მანანა წულუკიძე .
და ორგანოზაციის წევრები ,ზედა თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა დუმბაძე .,ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შაინიძე და
ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა სურმანიძე .სარეაბილიტაციო ცენტრ .. თანა’’-ს დირექტორი ნანა საყვარელიძე (სატ ჩართვა ).
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
19 ნოე 2018
"Tirnavia Ice cup 2018"- საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები , ნორჩი ჩემპიონები- გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5
1- 4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ფიგურულ ციგურაობაში ჩატარდა თასის გათამაშება - "Tirnavia Ice cup 2018" - რომელშიც იუნიორთა და ნოვისების კატეგორიაში 20-ზე მეტი ქვეყნის 125-მდე მოციგურავე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეები,
#ნორჩიჩემპიონები ასპარეზობდნენ: ,სხვადასხვა კატეგორიებში პირველი ადგილი დაიკავეს- ქეთევან მახარაძემ (9 წლის) დავით გურგენიძემ (10 წლის) და ილია გოგიტიძემ (13 წლის) #გადაცემისსტუმრები სწორედ ეს წარმატებული მოციგურავეები , საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები,.
და სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ინგა ბუტიკაშვილი იქნებიან.
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
15 ნოე 2018
#თემა,,ოქროს მანდარინი“;-ბავშვთა პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ...
#სტურმები . აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მადონა თევზაძე
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე , თეატრმცოდმე ლილე შენგელია.
აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალური დასის რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი და
ნორჩი მსახიობი, სასახლის თეატრარული დასის წევრი, ნაბრი მიქელაძე..
4 –დან 7 ნოემბერის ჩათვლით ბათუმი ბავშვთა პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ ,,ოქროს მანდარინს“. მასპინძლობდა ..
ფესტივალის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,Yaskrava kraina"მხარდაჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
08 ნოე 2018
,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო ‘’ – მოზარდები საქართველოს მომავალზე,მომავალი თაობის გზავნილები და მოსაზრებები დღევანდელობაზე -ეს იქნება გადაცემის პირველი ნაწილის თემა ..
რას ფიქრობენ მოზარდები , რაზე აკეთებენ აქცენტებს, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ , რას შეცვლიდნენ უკეთესი მომავლისთვის სახელმწიფოს მეთაურის პოსტი რომ ეჭიროთ , სად და როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს სკოლაში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, მსოფლიოში და შესაძლებლობის შემთხვევაში როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას ..როგორია მომავალი თაობის გზავნილები -ამას გადაცემის პირველ ნაწილში გაიგებთ ..
გაგაცნობთ ინფორმაციას „U18”-ს პროგრამის,, მეტი შგვიძლია''-ს შესახებ , პროექტი ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება მეორე ნაწილი კი ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას და სპორტულ ტურნირებს დაეთმობა ..
29 ოქტ 2018

საოჯახო საწარმო და მოზარდები, მეწარმეობა გატაცება თუ მომავალი პროფესია ,,პროექტი-,, ბიზნეს უნარჩვევები დაწყებით განათლებაში '' - დღეს ამ თემებს შევეხებით...ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე ვისაუბრებთ და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში მცხოვრებ სამშვილიან ოჯახს გავიცნობთ..
გავარკვევთ ვისი იდეა იყო ,,ჩირკოლადის ‘’წარმოება, როგორ და რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა საოჯახო საწარმოს გახსნა , რამდენად ინტერესდებიან მოზარდები სამეწარმეო საქმიანობით და როგორ ეხმარებიან მშობლებს ...
სტუდიის სტუმრები იქნებიან: - კოოპერატივ ,,აგრო–გრუპის ‘’დამფუძნებელი დირექტორი ჯიმშერ ბერიძე , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში ზაირა ჯიბლაძე და მათი შვილები , ელენე და თამარ ბერიძეები..
გავიგებთ აგრეთვე , თუ რა შედეგებით დასრულდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ის მიერ დაფინანსებული პროექტი- ბიზნეს უნარჩვევები დაწყებით განათლებაში და როგორ მიმდინარეობს ,,მეწარმეობის საფუძვლების’’ სწავლება სკოლებში ..
ამ პროგრამის შესახებ ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ‘’ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე ისუბრებს ..
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
22 ოქტ 2018

მიუსაფარი - ე. წ ,,ქუჩის ბავშვები’’ - რეალობა და პრობლემები -გადაცემაში ,, ღია ეთერი ''
-ვინ არიან ,, ქუჩის ბავშვები“’ ,-როგორ ზრუნავს და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს .
- რა არის ბავშვთა და მოზარდთა ქუჩაში ცხოვრების მიზეზები, --როგორია პრობლემასთან გამკლავების გზები .
-ვინ არის დამნაშავე იმაში ,რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ – მშობელი ,სახელმწიფო თუ საზოგადოება ..
-როგორია სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის შეხედულებები .ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით დღეს, გადაცემის სტუმრებთან ერთად..
პირველ ბლოკში –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,ფონდ ,, იალქანის ‘’ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე და ამავე ფონდის ბენეფიციარი ნინი .
მეორე ბლოკში : სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და სააგენტოს ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე
მოვისმენთ სტაჟიორების მიერ მომზადებულ სიუჟეტსაც , რომელიც ბათუმში არსებულ დღის ცენტრსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებულ მდგომარეობას გაგავაცნობს.გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
08 ოქტ 2018
თემა:ანიმაციური ფილმების მე -10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი 2018 ’’ , ანიმაციური ტექნოლოგიები და მულტფილმის შექმნის ხელოვნება.
-როგორია ანიმაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ,როგორ მიმდინარეობს ფესტივალი და რა სიახლეებია წელს
- ამაზე გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ ..მოისმენთ ჩანაწერს ახალშენის საჯარო სკოლიდან, ,გაიგებთ როგორ ასწავლიან ბავშვებს მულტიპლიკაციის ხელოვნებას და რას ფიქრობენ თავად მოზარდები..
თოფუზი" 2018 პირველიდან ექვსი ოქტომბრის ჩათვლით იმართება აჭარაში ..
გადაცემის სტუმრები:ანიმაციის განვითარების ფონდის და ფესტივალ ,,თოფუზის’’ დირექტორი და დამაარსებელი ზურა დიასამიძე.
ანიმაციის განვითარების ფონდის კოორდინატორი ანი გეჯაძე და ფესტივალის საბავშვო ჟიურის წევრები - ლიზი ჩხიკვაძე და ნინო ჩავლეიშვილი
გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი)
04 ოქტ 2018