"გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ პროექტი ,,სტუდენტები მოსწავლეებისთვის’’ , იმიტირებული სასამართლო პროცესები და დანაშაულის პრევენცია .. რას აძლევს მოზარდებს ამგვარ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და როგორია შედეგები .. დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე). გადაცემის სტუმრები: პირველი ბლოკი -"გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ ის ორგანიზატორი , პროექტის წარმომადგენელი ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების თავჯდომარე უჩა აბრამიშვილი. მეორე ბლოკი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი .. . პროექტის კოორდინატორი თამარ შელია და ბათუმის მე–16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია ( სატ. ჩართვა ) პროექტის მონაწილე მოსწავლეები: ბათუმის მე–6 საჯარო სკოლა- ნინო გუგესაშილი და თეკლა ციცაგი მე–16 საჯარო სკოლა - ზურაბ გუჯაბიძე და ლაშა უსტიაშვილი.

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017