საშობაო სამზადისი და ალილოს ტრადიცია, ასევე საშობაო სიმღერის პრემიერა ... როგორ დაიწყო და რას ელიან 2018 წლისგან დღის ცენტრ ,,თანას“ ბენეფიციარები. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი-შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ,,თანა’’-ს დირექტორი ნანა საყვარელიძე. მეორე ნაწილის სტუმრები - ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ბავშვთა გუნდის მგალობლები, თამარ ჩანჩიბაძე, ანა კვაჭაძე და სალომე ხომერიკი ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019