წითელა, წითურა , ჩუთყვავილა- ბავშვთა ვირუსული ინფექციები ,, ღია ეთერის'' თემა. რამდენად საშიშია თუ არა ვირუსები? რა კეთდება პრევენციისთვის?რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში წითელას ვაქცინაცია და რატომ ჰქვია ამ ინფექციებს ბატონები? დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი'' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის სტუმრები ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე . აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე და ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ნატო მიშველძე

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019