თემა;კვების ახალი ნორმები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის..როგორია მთავრობის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რა ცვლილებებია კვების რაციონში და როგორ უნდა იკვებონ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.. – ,, ღია ეთერის'' სტუმრები:ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარი სპეციალისტი კვების საკითხებში , ექიმი დიეტოლოგი ლია მოქია .საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ხარისხის მენეჯერი ნიგარი ჭელიძე .. და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. ,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019