,, ჩვენ და გარემო’’ - ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის წევრები და მათი ხემძღვანელი გადაცემაში ,, ღია ეთერი""
კლუბის წევრები წელს , ნიკო კეცხოველის გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის ფინალური ტურის მონაწილეები იყვნენ . კონკურსში მონაწილე მოზარდებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.რა პროექტები განახორციელეს ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა , რა მიზანს ემსახურება და რა არის მათი ეკო -კლუბის მუშაობის ძირითადი პრინციპები ..ამას გადაცემიდან გაიგებთ ..
სტუმრები: ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის ,,ჩვენ და გარემო " წევრები ნინო გოგიტიძე , ანიტა ლომაძე , თაზო ხალვაში და მათი ხემძღვანელი , ბიოლოგიის პედაგოგი მაია ხვიჩია .. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნანა ნოღაიდელი (სატ. ჩართვა)
26 მარ 2018
მიუსაფარი - ე. წ ,,ქუჩის ბავშვები’’ - რეალობა და პრობლემები -
ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) .
-ვინ არიან ,, ქუჩის ბავშვები“’ , -როგორ ზრუნავს და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს .
- რა არის ბავშვთა და მოზარდთა ქუჩაში ცხოვრების მიზეზები, --როგორია პრობლემასთან გამკლავების გზები .
-ვინ არის დამნაშავე იმაში ,რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ – მშობელი ,სახელმწიფო თუ საზოგადოება ..
-როგორია სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის შეხედულებები ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით დღეს, გადაცემის სტუმრებთან ერთად..სტუმრები პირველ ბლოკში –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,ფონდ ,, იალქანის ‘’ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე და ამავე ფონდის ბენეფიციარი ნინი
მეორე ბლოკში : სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და სააგენტოს ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე
15 მარ 2018
თემა:კომპიუტერული თამაშები და მოზარდები ..
რამდენად უსაფრთხოა ისინი ბავშვებისთვის,რას თამაშობენ მოზარდები და რამდენ საათს ატარებენ ისინი ინტერნეტ სივრცეში,არის თუ არა ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური დარღვევა და რა გავლენა აქვს კომპიუტერულ თამაშებს მოზარდებზე ..
გადაცემის სტუმრები - ფსიქოლოგი ფირუზ ბოლქვაძე.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი , ასოცირებული პროფესორი,ფსიქოლოგი ,ქეთევან ბერიძე , ექიმი = პედიატრი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ხარისხის მენეჯერი ნიგარი ჭელიძე და მოზარდები, რომლებიც კომპიუტერული თამაშების ძირითად თემატიკას გაგვაცნობენ ,
, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)
25 იან 2018