# არაფორმალური განათლება და მოზარდები - # საქველმოქმედო აქცია - კონცერტი , 13 წლის ენრიკო მამალაძის დასახმარებლად.. . რამდენად ახერხებენ მოზარდები თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებას , რა თემატიკით ინტერესდებიან , რა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას და იძლევა თუ არა არაფორმალური განათლება დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობას .. ამ საკითხებზე ისაუბრებენ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები: ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი შორენა ფაღავა და წევრები ლიზა კახაბერიძე , ნანა ჯიხაძე და გიორგი ზოიძე . პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი ანა მდინარაძე. მეორე ნაწილის სტუმარი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019