#ForEachOther #ესტონური გამოცდილება - „სკოლა და საბავშვო ბაღი-ბულინგის გარეშე. რაშია ესტონური განათლების წარმატების საიდუმლო და შეუძლია თუ არა საქართველოს მისი გაზიარება? საინტერესოა რამდენად იჩენს თავს ძალადობა და ბულინგი ესტონეთის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში .. ბულინგის როგორც გამოვლენის და აღკვეთის, ასევე პრევენციის რა გზები არსებობს ესტონეთში.- ამ საკითხებზე ვისაუბრეთ , გადაცემაში "ღია ეთერი'' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) გადაცემის სტუმრები : არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფო ბაკურიძე. აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე- გაბაიძე .

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019