#FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX–ი 25 წლისაა .. .-რა არის ფლექსი პროგრამის მთავარი ხიბლი . - რა გამოცდილებას იღებენ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები, - რამდენი მოსწავლე იგზავნება ყოველწლიურად საქართველოდან ამერიკის პრესტიჟულ სკოლებში განათლების მისაღებად . - როგორ შეიძლება პროგრამაში მონაწილეობის მიღება და -რა მიზნებს ისახავს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გადაცემაში ღია ეთერი ' - FM 104.5 გადაცემის სტუმრები : FLEX-ი პროგრამის ასისტენტი , რეკრუტერი დოდო გოცირიძე (სატ. ჩართვა თბილისი) ფლექსი პროგრამის მონაწილე ბათუმელი მოსწვლეები: სესილი ბერიძე და ნიუ იორკის უნივერსიტეტის რჩეული დავით ჯინჭარაძე , რომელიც სულ ახლახანს ნიუ ორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019