„ვიცნობდეთ ნატოს და ევროკავშირს“ - პროექტი , რომელიც საჯარო სკოლებში ხორციელდება - -რატომ მივილტვით ევროპისკენ .. -როგორ ესმით მოზარდებს ევროპული ღირებულებები - რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის, -და რა არის ის ძირითადი რაც უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ ევროპული გზის შესახებ.. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 - 13 საათსა და 10 წუთზე.. (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . გადაცემის სტუმრები : ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი და პროექტში მონწილე ციხისძირის და ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები გვანცა ვარშანიძე , ანიტა ლომაძე და გიორგი დუმბაძე

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019