,, ჩვენ და გარემო’’ - ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის წევრები და მათი ხემძღვანელი გადაცემაში ,, ღია ეთერი"" კლუბის წევრები წელს , ნიკო კეცხოველის გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის ფინალური ტურის მონაწილეები იყვნენ . კონკურსში მონაწილე მოზარდებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.რა პროექტები განახორციელეს ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა , რა მიზანს ემსახურება და რა არის მათი ეკო -კლუბის მუშაობის ძირითადი პრინციპები ..ამას გადაცემიდან გაიგებთ .. სტუმრები: ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის ,,ჩვენ და გარემო " წევრები ნინო გოგიტიძე , ანიტა ლომაძე , თაზო ხალვაში და მათი ხემძღვანელი , ბიოლოგიის პედაგოგი მაია ხვიჩია .. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნანა ნოღაიდელი (სატ. ჩართვა)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019