მანდატურის სამსახურის ახალი რეგულაციები და უსაფრთხოების გაძლიერება სკოლებში - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) ანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. - ამ საკითხზე ვისაუბრებთ გადაცემის სტუმრებთან ერთად.. სტუმრები : საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ანჯაფარიძე (სატ ჩართვა ) ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე და პირველი საჯარო სკოლის ფსიქოლოგი მაია ტყეშელაშვილი. მოივისმენთ მოსწავლეთა მოსაზრებებს...- გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი ''. ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019