ევროპული სწავლება და საგრანტო პროექტები მოსწავლეებისთვის- გადაცემის პირველ ნაწილში #ბრიტანულსაგრანატოპროექტზე ,ვისაუბრებთ და პროგრამის კოორდინატორს აჭარაში "ითიაი ორიათასის" ხელმძღვანელს ირინა ხაჟალიას და #HMC -კონკურსის წლევანდელ გამარჯვებულს ნიცა კონცელიძეს შეხვდებით. .ნიცა გრანტის ფარგლებში უკვე სექტემბრიდან ერთი აკადემიური წლით ისწავლის და იცხოვრებს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში! კონკურსის შარშანდელ გამარჯვებულებსაც გაიცნობთ.. #გახდიოლიმპიელი2018“ -მეორე ბლოკი დაეთმობა მათემატიკის ოლიმპიადას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ტარდება ,რეგისტრაცია 18 აპრილამდეა.29 აპრილიდან ოლიმპიადას ქართულ-ამერიკული სკოლა უმასპინძლებს.. .. დეტალებზე - ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის დირექტორი თეო ზოიძე ისაუბრებს გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. 13 საათსა და 10 წუთზე .. გადაცემა ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019