ლუკა სალარიძე - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - თემა: მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ბავშვზე ზრუნვის რეფორმის შედეგები... -როგორ ზრუნავს სახელმწიფო მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე -რას ითვალისწინებს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება. -როგორი გარემოა შექმნილი და რა პრობლემებს აწყდებიან აღსაზრდელები .. -რა ბედი ელით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ .. -როგორია გარანტიები და სოციალური პაკეტები .. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად სტუმრები : ბათუმის განათლების დასაქმებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, პროგრამა ,,მომავლის თაობის’’ კოორდინატორი აჭარაში მაიკო ქათამაძე.. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი , სოც. მუშაკი ციცო ჩიკვაიძე ... ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,, მომავლის თაობის’’ წევრი თათია გოგრაჭაძე და ბათუმის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ლუკა სალარიძე - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) —

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019