საგანმანათლებლო პროექტი „ეკვილიბრიუმი” , წიგნიერების პოპულარიზაცია და ნორჩი მკითხველები - როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი - რჩევები და მცირე ექსპერიმენტი - - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5... - აჭარაში ,,ბიბლიოთეკის კვირეული’’ მიმდინარეობს . იგი გუშინ , 23 აპრილს , წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიხნა და 30 აპრილს დაიხურება ... -როგორ ახერხებს ბიბლიოთეკა წიგნიერების პოპულარიზაციას .- რამდენად ხშირად სტუმრობენ მოზარდები ბიბლიოთეკას - –კითხულობენ თუ არა წიგნებს და რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური –აკმაყოფილებს თუ არა ბიბლიოთეკა თანამედროვე მოთხოვნებს და -.რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში? საინტერესოა რას ფიქრობენ ნორჩი მკითხველები- ამას დღევანდელი გადაცემიდან გავიგებთ სტუმრები : პროექტ „ეკვილიბრიუმის” იდეის ავტორი და დამფუძნებელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე .(სატ. ჩართვა ) ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე . სკოლა –ნიკეს მოსწავლე მარიამ რამიშვილი, მე –9 საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო თევზაძე და ყველაზე პატარა მონაწილე 5 წლის ლეა ბაკურიძე ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019