ნორჩი ბალერინები და ქართული საბალეტო სკოლა FM 104.5-ზე. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მიღწევები და ნორჩი ბალერინები - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - ბათუმის საბალეტო სკოლამ ლატვიის დედაქალაქ რიგაში საერთაშორისო კონკურსზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა და პრიზები მოიპოვა , სკოლას კონკურსის განსაკუთრებული პრიზი-სვაროვსკის გედი გადაეცა. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე , ქართული საბალეტო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ გადაცემის სტუმრები :ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე . ბალეტის პედაგოგი ელეონორა არჩაია და საბალეტო სკოლის მოსწავლეები , ნორჩი ბალერინები- ია ხუციშვილი და ქრისტინა კონცელიძე .

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019