#მომავალიგანათლებაშია - სამოქალაქო განათლების გაკვეთილები და სათემო პროექტები ,მოსწავლეთა მიერ ინიცირებული საინტერესო იდეები და ლადო მასწავლებელი , რომელიც მოზარდებს ამ იდეების განხორციელებაში ეხმარება , პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“ და ევროპის დღეები საქართველოში -გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5.. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იქნებიან #მასწავლებლისეროვნულიჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი #ლადოაფხაზავა და მისი მოსწავლეები -თეონა ფუტკარაძე , ლუკა ლომიძე და თენგო პატარაია -რა არის ახალგაზრდა პედაგოგის წარმატების საიდუმლო , როგორ , რა ხერხებით აღწევს მიზანს და რატომ ერგო მას საუკეთესო მასწავლებლის ტიტული - ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ . #ევროპისდღეები2018 მერე ნაწილი დაეთმობა ევროპის დღეებს საქართველოში- რა ღონისძიებებია დაგეგმილი აჭარაში , რა პროექტები ხორციელდება და როგორ არიან ამ აქტივობებში ჩართული მოზარდები ამაზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი ისაუბრებს გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017