#ეკოანბანი და ქართული სათამაშოები ევროპულ ბაზარზე ,ხის მხატვრულად დამუშავების ხელოვნება და საგანმანათლებლო პროექტები.- - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5.. -პირველი ნაწილის სტუმრები: -აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხეზე წვის სახელოსნოს ხელმძღვანელი გეგა ლაზიშვილი და მისი მოსწავლეები- ელენე ძიძიგური, საბა თხილაიშვილი და თემურ მამუჭაძე.. -ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი, ეთნოგრაფიული მუზეუმის "ბორჯღალო"-ს დამფუძნებელი ქემალ თურმანიძე (სათ, ჩართვა ) #ეკოანბანი -მეორე ნაწილი დაეთმობათ ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის მოზარდებს და ხისგან დამზადებული ქართული ანბანის ახალი კოლექციის ავტორებს .- გავიგებთ ხის ფაზლების, კუბიკების, სხვადასხვა ფორმის სათამაშო კონსტრუქციების დამზადების საიდუმლოებებს .. მეორე ნაწილის სტუმრები :- წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შიო პაიჭაძე , ხეზე კვეთის ოსტატი რამაზ ასლანიშვილი და მოსწავლეები ნიკონიკოლაიშვილი და დავით მგელაძე . #ქართულისათამშოებიევროპულბაზარზე

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019