#საატესტატოგამოცდები // #ანსამბლიზღვისშვილები //.გადაცემის #პირველნაწილში - საჯარო სკოლებში გაკეთებულ ჩანაწერებს მოგასმენინებთ და მეტერთმეტეკლასელთა გამოცდების მიმდინარეობას გავეცნობით .. #მეორენაწილი ანსამბლ ,#ზღვისშვილებს’’ დაეთმობა .. 14 ივნისს , ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში "ზღვის შვილების" ახალი თაობა ხვიჩა მაღლაკელიძესთან ერთად სოლო კონცერტს გამართავს .. როგორია სამზადისი ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .-სტუმრები :ანსამბლ ,,ზღვის შვილების ‘’- დირექტორი ნათია ინაიშვილი ,სამხატვრო ხელმძღვანელი ნონა დიასამიძე ანსამბლის წევრები თაკო ბერიძე და ალისა ჩიგოგიძე და ჩვენი თანაქალაქელი – გიტარისტი, მუსიკოს - იუმორისტი, მსახიობი და პედაგოგი ხვიჩა მაღლაკელიძე (სატ ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე.გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019