პირველი ნაწილი -პატარა ვირტუოზი, 13 წლის მევიოლინე, ,ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული – ბარბარე როინიშვილი.. ბარბარე , რამდენიმე დღეში იტალიაში მიემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე - ,,ვიოლინოს პატარა ჯადოქარი’’–ს პრიზის მოსაპოვებლად .. როგორია მისი სამომავლო გეგმები და რა მოლოდინი აქვს ბარბარეს პედაგოგს - დინა ჯაიანს ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. მეორე ნაწილი- აჭარის ხელოვნების მუზეუმის არტ– სტუდიას დაეთმობა , სასწავლი წლის ბოლოს ბავშვები პერსონალური გამფენისთვის ემზადებიან .. ნორჩი მხატვრები თავიანთ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ ..მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე და საბავშო სტუდიის სწავლების მეთოდებსა და ხელოვნების საიდუმლოებებზე არტ – სტუდიის ხელმძღვანელი , აჭარის ნხელოვენების მუზეუმის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ისაუბრებს .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე,გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5.(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019