ფერეიდნელი მოზარდები რომლებიც საზაფხულო არდადეგებს საქართველოში ატარებენ , ქართველ თანატოლებს ეცნობიან და ქართულს - ,,დედის ენას’’ ეძახიან –ონიკაშვილების ოჯახი სტუმრად აჭარაში , გადაცემის პირველ ნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული .. მეორე ნაწილი დაეთმობა სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირს „Batumi Open 2018“,რომელიც აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით 1-2 ივლისს ჩატარდა.. გადაცემაში გაგაცნობთ აგრეთვე ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაციის შესახებ , გაიგებთ ლია გიგაურის და მარიამ ჯაშის მოსაზრებებს ..…გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019