წიგნიერი ზაფხული – ასე ჰქვია პროექტს , რომელიც ბავშვებს საზაფხულო არდადეგების საინტერესოდ გატარებას სთავაზობს , სხვადასსხვა აქტივობებს მოიცავს და ჟანრობრივად პროზას, პოეზიას, ზღაპრებსა და საგანმანათლებლო –შემეცნებით პროგრამებს აერთიანებს ... პროექტი – ,,წიგნიერი ზაფხული’’– იქნება დღეს ,, ღია ეთერის’’ თემა... გადაცემაში თანამედროვე საბავშვო მწერალ #ირმამალაციძეს გაიცნობთ, სპექტაკლით #სამშვენიეროსლამაზმანები ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკასთან არსებულ თეატრალური სტუდია ,, ნიღბების’’ წევრებს და მათ ხელმძღვანელებს- მაკა დიდებულიძეს , ნონა ტეფნაძეს და ნათია ბარბაქაძეს შეხვდებით ...,წიგნიერი ზაფხულის’’ საინტერესო აქტივობების შესახებ , პროექტის ავტორი ,ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე ისაუბრებს .. -გაინტერესებთ სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ "სამშვენიეროს ლამაზმანები", ? ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017