,, გაატარე მეგობრული ზაფხული'' -- "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა ხორციელდება...საზაფხულო ბანაკების როგორი არჩევანი აქვთ ბავშვებს , სად და როგორ ისვენებენ მოზარდები – დღეს , გადაცემაში ,,ღია ეთერი’’..თემა : #საზაფხულობანაკებიმოზარდებისთვის ..სტუმრები: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა კალაძე. აჭარის მოსაწვალე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე, სტუმარი კიევიდან – მოსწავლე ახალგაზრდობის ტურიზმის, მხარეთმცოდნეობის და სამხედრო –პატრიოტული აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილე ანა პავლიუკი და მოზარდები, რომლებიც უკვე საზაფხულო ბანაკში იმყოფებიან დემეტრე ზოიძე , დიანა შავაძე და ბანაკის ინსტრუქტორი ნათია კახაძე .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017