მოსწვალეთა აქტივობები არაფორმალურ სივრცეში - ,,ღვინობისთვე 2018’’ და ,,რთველი აჭარაში ... აჭარის აგროსერვის ცენტრში მოსწავლეებმა ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა . გადაცემის პირველ ნაწილში ამ თემაზე ვისაუბრებთ და შთაბეჭდილებებს მოვისმენთ და ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსაწვლეებსა და დირექტორს შეხვედებით .. მეორე ბლოკი დაეთმობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას --"მუშაობა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მიდგომით შშმპ ბავშვებთან და ოჯახებთან ".პროგრამის შესახებ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე ისაუბრებს(სატ. ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე).

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019