,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო ‘’ – მოზარდები საქართველოს მომავალზე,მომავალი თაობის გზავნილები და მოსაზრებები დღევანდელობაზე -ეს იქნება გადაცემის პირველი ნაწილის თემა .. რას ფიქრობენ მოზარდები , რაზე აკეთებენ აქცენტებს, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ , რას შეცვლიდნენ უკეთესი მომავლისთვის სახელმწიფოს მეთაურის პოსტი რომ ეჭიროთ , სად და როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს სკოლაში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, მსოფლიოში და შესაძლებლობის შემთხვევაში როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას ..როგორია მომავალი თაობის გზავნილები -ამას გადაცემის პირველ ნაწილში გაიგებთ .. გაგაცნობთ ინფორმაციას „U18”-ს პროგრამის,, მეტი შგვიძლია''-ს შესახებ , პროექტი ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება მეორე ნაწილი კი ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას და სპორტულ ტურნირებს დაეთმობა ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019