,სიკეთის საგალობელი’’-ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები –საქველმოქმედო საღამოები და ,,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობა -გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 „სიკეთის საგალობელი’’-ბერი ანდრიას (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავას )ლიტერატურული კრებულის სცენაზე გაცოცხლებული ჩანახატები – ბერი ანდრიას #ფონდისშვილობილები მთელი საქართველოს მაშტაბით საქველმოქმედო საღამოებს აწყობენ.. გასტროლები აჭარიდან დაიწყო. .. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას მოხმარდება.სამწუხაროდ, საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი დიდია. ისინი ფიზიკურ ტკივილებს უმკლავდებიან, სულიერადაც მხნედ არიან, მაგრამ ჩვენი დახმარება აუცილებლად სჭირდებათ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019