იმიტირებული არჩევნები , პროექტი ,, მეტი შეგვიძლია ‘’ , რომელიც ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება .. პროექტს საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს .. #პირველინაწილისთემა რა მნიშვნელობა აქვს იმიტირებულ არჩევნებს მოზარდებისთვის და როგორია შედეგები .. #მეორენაწილში გავიგებთ რას ფიქრობენ მოზარდები , რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რას შეცვლიდნენ უკეთესი მომავლისთვის სახელმწიფოს მეთაურის პოსტი რომ ეჭიროთ .. მომავალი თაობის გზავნილები და მოსაზრებები საქართველოს მომავალზე და დღევანდელობაზე.. #სტუმრები -ქვეყნის პატარა მოქალაქეები .პროექტ „მეტი შეგვიძლია!’’ ს მონაწილეები ევრო - 2000 ის მეოთხეკლასელები -ელენე ბერიძე, ნათია ირემაძე ,გიორგი მურუსიძე და ზურაბ კუნჭულია გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..ყოველ სამშაბათს და პარასკევს 13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019