წერილები თოვლის პაპას და ,,ჯადოსნური ღამის’’ მოლოდინი - გაეცი სითბო , სიყვარული და გახდი თოვლის ბაბუა - გადაცემის პირველ ნაწილში საქველმოქმედო ორგანიზაციის , ფონდ ,, იალქანის ‘’დღის ცენტრის ბენეფიციარებს და ამავე ფონდის ხელმძღვანელს –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელს აჭარაში თიკო აბაშიძე შეხვდებით .ბავშვებმა თოვლის პაპას წერილები გაუგზავნეს და თავიანთი საახალწლო სურვილები გაანდეს ..რამდენიმე დღის წინ ეს წერილები რადიო აჭარის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა , დღეს კი ბავშვები თავად არიან გადაცემის სტუმრები .მოუსმინეთ პატარებს და თუკი სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ დაეხმარეთ მათ .. შეუქმენით სადღესასწაულო განწყობა და გაულამაზეთ ახალი წელი . #გაეცისითბოსიყვარულიდაგახდითოვლისბაბუა

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019