არა კანაფის და თამბაქოს მოხმარებას! - საკლუბო პროექტი: , რომლის მიზანიც- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მავნე ჩვევებით გამოწვეული პრობლემების შესახებ და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა-გახლავთ ...პროექტი ბათუმის 29 -ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის’’ მხარდაჭერით განხორციელდა..#გადაცემისსტუმრები-სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი,წყავროკას საჯარო სკოლის , სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი იამზე მემარნე ბათუმის 29 -ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ერთმანეთისთვის“ ლიდერი სულხან ვარშანიძე ,კლუბის წევრი , ამავე სკოლის მოსწვალე გოდერძი ბოლქვაძე. და საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომა“ხელმძღვანელი ნათია ხარატი.(სატ,ჩართვა) #PHInternational -როგორ ახერხებს „მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის ხელშეწყობას და გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას...ამას დღევანდელ გადაცეაში გავარკვევთ ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019