ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეების მიღწევები , აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ახალი პროექტები, საერთაშორისო შეჯიბრებები და გაცვლითი პროგრამები . #გადაცემისსტუმრები- აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი - საერთაშორისო დიდოსტატი, სპორტის რაინდი- სალომე მელია , საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, FIDE-ს არბიტრი , ლეონიდ ნეურონოვი და ნორჩი ჩემპიონები -კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე . 13 თებერვალს ბათუმის სასპორტო სკოლაში, სტარტი აიღო აჭარის პირველობამ 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს შორის , საჭადრაკო ტურნირები 21 თებერვლამდე გასტანს ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019