,ხარ თუ არა მე- 6 კლასელზე ჭკვიანი’’- გეიმ-შოუს ბათუმელი მონაწილეები -როგორი საბავშვო გადაცემების მოსმენა სურთ ბავშვებს , რა თემები აინტერესებთ , რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი , რა მისწრაფებები და სურვილები აქვთ.ოცნებობენ თუ არა რადიო ან ტელეწამყვანობაზე . როგორ ახასიათებენ საკუთარ თავს - დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი'' FM 104.5-ზე. #გადაცემისსტუმრები ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეექვსეკლესელები ელენე ჩავლეიშვილი , მარიამ ბლაგიძე, მარიამ ჭყონია და მე-4 კლასელი თამარ ბლაგიძე გადაცემის ,,ხარ თუ არა მე- 6 კლასელზე ჭკვიანი’’ წამყვანი დავით ველიჯანაშვილი (სატ. ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017