„ნოდარ ბაბუს ლექსების“- ახალი კრებულის პრეზენტაცია და ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის წიგნების წარდგენა ბათუმში- #გადაცემაში - საინტერესო შეხვედრების ორგანიზატორს და მასპინძლებს შეხვდებით , ბავშვები ნოდარ დუმბაძის ლექსებს წაგვიკითხავენ.. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ნოდარ დუმბაძის ფონდისა და გამომცემლობის ხელმძღვანელი,მწერლის ქალიშვილი,- ქეთევან დუმბაძე #სტუმრები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე . მე-4 საჯარი სკოლის დაწყებითი კლასების და რუსული ენის პედაგოგი ნატალია კეჭეხმაძე და მისი მოსწავლეები- მართა თოდუა და ანასტასია მელაძე .. ნოდარ დუმბაძის ფონდისა და გამომცემლობის ხელმძღვანელი. მწერლის ქალიშვილი - ქეთევან დუმბაძე (სატ. ჩართვა ) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019