პროექტი - ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი და გაეროს ასამბლეა საქართველოში“’ - ბათუმი 2019... #პირველინაწილი.საქველმოქმედო ფონდ ,, კეთილსოფლის ‘’ მიერ ,, სიკეთის სახლის ‘’ მშენებლობას დაეთმობა . 28 მარტს, სასტუმრო ,,ჰილტონში’’ პროექტის - ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი - პრეზენტაცია გაიმართება - დეტალებზე ფონდის დამფუძნებლები - ისაუბრებენ .. #სტუმრები,,კეთილსოფლის“ პრეზიდენტი მიხეილ ტყებუჩავა, - იგი ცნობილია მებაღის ფსევდონიმით და ფონდის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ნანა სარიშვილი. #მეორენაწილი კი დაეთმობა გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეას , რომელსაც ბათუმი 3 დღის განმავლობაში (23-25 მარტს) მასპინძლობდა .. პროექტის ორგანიზატორი და ასამბლეის დელეგატები იქნებიან დღეს გადაცემა ,,ღია ეთერის'' #სტუმრები ..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019