აჭარის სკაუტური ორგანიზაცია , ბათუმელი სკაუტები და მზადება “ვეფხისტყაოსნის" საერთაშორისო ფესტივალისთვის - 5 - დან 8 - აპრილის ჩათვლით ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, სტამბოლის რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრისა და საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ეგიდით - “ვეფხისტყაოსნის" საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება...როგორია სამზადისი და რა სიახლეებია აჭარის საკუტურ ორგანიზაციაში ამაზე სტუდიის სტუმრები - საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციის პრეზიდენტი და სკაუტ - ლიდერები ისაუბრებენ.. მოისმენთ აგრეთვე ბათუმელი სკაუტების მოსაზრებებს საბანაკო ცხოვრების ხიბლზე და საერთოდ სკაუტური მოძრაობის მნიშვნელობაზე (აუდიო-ჩანაწერი). 2 აპრილს-,#ჰანსქრისტიანანდერსენისდაბადებისდღე ,#საბავშვოწიგნისსაერთაშორისოდღე და #აუტიზმისმსოფლიოდღეც აღინიშნება - გადაცემაში ამ თემებსაც შევეხებით.. #გადაცემისსტუმრები საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციის პრეზიდენტი შორენა ლომაძე და სკაუტ - ლიდერები მაია ბერიძე , ანა ბოლქვაძე და მარიამ ჯორბენაძე გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019