ქართული ენა და სახელმწიფო პოლიტიკა,ქართველი და ფერეიდნელი მოზარდები -,,დედის ენაზე’’ დასწავლილი ქართული,ქართული ენის კვირეული და მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტები , გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“... #პირველნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული #მეორენაწილი დაეთმობა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების საინტერესო მოსაზრებებს და ინიციატივებს როგორი საბავშვო გადაცემების მოსმენა სურთ ,რა თემები აინტერესებთ ბავშვებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი . #გადაცემისდასკვნითნაწილში - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე ვისაუბრებთ ..- დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019