საბიბლიოთეკო კვირეული, წიგნი ბიბლიოთეკა და მოზარდები - არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას! , საგრანტო პროექტი - ჩაისუბნის სკოლა

საბიბლიოთეკო კვირეული 2019 -  #წიგნიბიბლიოთეკადამოზარდები და #არანაადრევდაიძულებითქორწინებას- ჩაისუბნის საჯარო სკოლის მცირე საგრანტო პროექტი - „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“ 

#პირველნაწილში აჭარაში ,,ბიბლიოთეკის კვირეული’’ მიმდინარეობს , იგი 30 აპრილს გაიხსნა და 6 მაისს დაიხურება...
რამდენად ხშირად სტუმრობენ მოზარდები ბიბლიოთეკას. რა როლი უჭირავს წიგნს მათ ცხოვრებაში . როგორ ახერხებს ბიბლიოთეკა წიგნიერების პოპულარიზაციას -
 საინტერესოა რას ფიქრობენ ნორჩი მკითხველები-

#მეორენაწილი მცირე საგრანტო პროექტი- რომლის მიზანიც გახლავთ ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული რისკების და საფრთხეების შესახებ მოზარდების, მშობლების , თემის ინფორმირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.#არანაადრევდაიძულებითქორწინებას! 
პროექტი ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის’’ მხარდაჭერით განხორციელდა.~

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019