ბათუმის 26 -ე საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მე-12 კლასელები , ინტეგრირებული კლასები , ინკლუზიური განათლება , ცვლილებები და სიახლეები.

როგორ ემზადებიან ინკლუზიური სწავლების ცენტრის მე-12 კლასის მოსწავლეები ბოლო ზარისთვის ,როგორ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება ,ჩართვა სასკოლო პროცესში და მათი ადაპტირება სამყაროსთან .  როგორია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და   რა  სიახლეებია  საკანონდებლო  ბაზაში-დეტალები დღევანდელ გადაცემაში  ,  მოისმენთ აგრეთვე  ჩანაწერებსაც და სკოლის სახელოსნოების სარეაბილიტაციო პროგრამებზე შეიტყობთ.. 
გადაცემის სტუნმრები :ბათუმის 26 -ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი.,ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ლექტორი , ინკლუზიური განათლების რეგიონალური კოორდინატორი - ციალა ტუღუში ( სატ. ჩართვა) ინკლუზიური სწავლების ცენტრის პედაგოგი ნესტან ქუთათელაძე და 
ა26 -ე საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მე-12 კლასელები რევაზ ყურშუბაძე და ანზორ ხიმშიაშვილი

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019