მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი - საგანმანათლებლო პროექტი, მონოლოგების საღამო –,,8 წუთი 8 ამბავი’’, ლიტერატურული სივრცე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის

როგორ ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება მოზარდებში, რა გავლენას ახდენს ამგვარი კლუბები მოზარდების ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე,როგორ ხდება კითხვის წახალისება და წიგნიერების პოპულარიზაცია, ლიტერატურული პერსონაჟების როგორი საგანმანათლებლო სივრცე იკვრება , რა ფორმატით ტარდება შეხვედრები და რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ პროექტებს მზარდებისთვის...

25 მაისს , კლუბის წევრებმა საზოგადოებას წარუდგინეს პროექტი ,, მონოლოგების საღამო –  8 წუთი 8 ამბავი ‘’
ჰქონდათ მოზარდებს სათქმელი , რა თემებს ეხებოდა მონოლოგები  - დეტალები  გადაცემაში #ღიაეთერი .
#გადაცემისსტუმრები კერძო სკოლა „ განათლების“ - მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის ხელმძღვანელი , ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მენაბდე და წევრები -კლუბის ორგანიზატორი ანუკი უშარიძე , ნატა ტაკიძე და მონოლოგების საღამოს ერთ –ერთი მონაწილე ,შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთას საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ნაკაიძე.

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019