სიმღერის საერთაშორისო კონკურსი "არპეჯიო“, სტუდია „ზღვის შვილები“,ბათუმის ზოოპარკი, პატარების ემოციები ,კონტაქტი ცოცხალ სამყაროსთან .

#პირველინაწილი
კულძულ მალტაზე, დედაქალაქ ვალეტაში სიმღერის მე-4  საერთაშორისო კონკურსი "არპეჯიო" ჩატარდა, 
კონკურსში 12 ქვეყნის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, 
მთავარი პრიზის მფლობელები , პირველი და მეორე ადგილების და გრანპრის ნომინანტები სტუდია „ზღვის შვილების“ სოლისტები გახდნენ ,
#გადაცემისპირველნაწილში ანსამბლის ამ მნიშვნელოვან წარმატებაზე და სიახლეებზე სტუდიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძრვანელი ნათია ინაიშვილი ისაუბრებს...
#მეორენაწილში ბათუმის ზოოპარკში შევიხედავთ , მოვისმენთ ჩანაწერებს და პატარების ემოციებს გავიზიარებთ ,
გავიგებთ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცოცხალ სამყაროსთან კონტაქტი და 
რამდენად აძლევს ბავშვებს ზოოპარკში სტუმრობა გართობის და შემეცნების საშუალებას .. 
 გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019